ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მოგზაურობის უხილავი ხარჯები: რა უნდა იცოდეს მგზავრმა ფრენის შეფერხებაზე? | Marketer

დაგვიანებულმა ან გაუქმებულმა რეისმა შესაძლოა სამოგზაურო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ფრენა თუ გადაიდო, მაღალია შანსი, დანიშნულების ადგილზე გვიან ჩახვიდეთ,

მოგზაურობის უხილავი ხარჯები: რა უნდა იცოდეს მგზავრმა ფრენის შეფერხებაზე? | Marketer
ფოტო: მარკეტერი

დაგვიანებულმა ან გაუქმებულმა რეისმა შესაძლოა სამოგზაურო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ფრენა თუ გადაიდო, მაღალია შანსი, დანიშნულების ადგილზე გვიან ჩახვიდეთ, დამაკავშირებელ ფრენას ვეღარ მიუსწროთ ან ბარგის გარეშე დარჩეთ. მსგავს შემთხვევებში ხშირად გვაწვება დამატებითი ხარჯები.

მაგალითად, თუ რეისი მეორე დღისთვის გადაიდო, შესაძლოა ღამის სასტუმროში გატარება, ტრანსპორტირება და კვება დაგჭირდეთ. ამ ხარჯების დაუგეგმავად დაფარვა ყველასთვის მარტივი არაა. საბედნიეროდ, გარკვეულ შემთხვევებში, ავიაკომპანიას მგზავრისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა ევალება. თუ ეს დახმარება ვერ მიიღეთ და აუცილებელი ხარჯების დაფარვა თავად მოგიწიათ, აუცილებლად შეინახეთ ყველა ქვითარი. მათი ნაწილი შესაძლოა ანაზღაურებას ექვემდებარებოდეს.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება და რეისის შეფერხების გამო გათვალისწინებული ფიქსირებული კომპენსაცია ერთმანეთისგან განსხვავდება. გადადებული ან გაუქმებული ფრენის კომპენსაცია გეკუთვნით იმის მიუხედავად, დაგჭირდათ თუ არა სასტუმროში გაჩერება ან დამატებით ტრანსპორტირება. მაგალითად, ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, თუ საბოლოო დანიშნულების ადგილზე მინიმუმ სამი საათით გვიან ჩადიხართ, შესაძლოა 250-დან 600 ევრომდე კომპენსაცია გეკუთვნოდეთ, თუ ფრენის შეფერხება განსაკუთრებულმა გარემოებამ არ გამოიწვია.

ავიაკომპანიას მგზავრისთვის აუცილებელი დახმარების გაწევა შეიძლება მაშინაც ევალებოდეს, როდესაც ფიქსირებული კომპენსაციის გადახდის საფუძველი არ არსებობს. მაგალითად, თუ რეისი უამინდობის გამო გადაიდო, ავიაკომპანიას შესაძლოა არ დაეკისროს ფიქსირებული კომპენსაცია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც ვალდებულია შესთავაზოს მგზავრს კვება და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსება.

დამატებითი ხარჯების მიზეზი შეიძლება ბარგთან დაკავშირებული პრობლემებიც გახდეს. თუ ჩემოდანი დანიშნულების ადგილზე დროულად არ ჩამოვიდა, შესაძლოა პირველადი საჭიროების ნივთების დამატებით შეძენა მოგიწიოთ. ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხიც დგება. დაკარგული და დაზიანებული ბარგის კომპენსაცია კონკრეტულ გარემოებებზე, ზიანის მიზეზებსა და კონკრეტულ რეგულაციებზეა დამოკიდებული. კომპენსაციის მიღების შანსის გაზრდისთვის რეკომენდებულია პრობლემის აღმოჩენისთანავე ფოტოების გადაღება და შესაბამისი აქტის (PIR) გაფორმება, ასევე ბარგის ტეგისა და ქვითრების შენახვა. ბარგის დაზიანების შესახებ ავიაკომპანიას წერილობით უნდა მიმართოთ არაუგვიანეს შვიდი დღისა, დაგვიანებული ბარგის შემთხვევაში კი – მიღებიდან 21 დღის განმავლობაში.

იმის გარკვევა, რა სახის ანაზღაურება გეკუთვნით, დამოკიდებულია რეისის კონკრეტულ გარემოებებზე. პროცესის გამარტივებაში დაზარალებულ მგზავრებს 2017 წლიდან ეხმარება ქართული კომპანია FlyInspectors. კომპანია სწავლობს ფრენის გარემოებებს, ავსებს განცხადებას და მართავს კომპენსაციის მოთხოვნის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კი საქმეს ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ ეტაპზეც აგრძელებს.

ფრენის შეფერხების თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა სანდო პარტნიორის დახმარებით ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურება.

[პარტნიორის კონტენტი]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 02.11.2026, 10:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ