გუდაურში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს
გუდაურში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) კურორტზე სასრიალო ტრასების გაუმჯობესებისა და საბაგიროების ტექნიკური გამართული ფუნქციონირების სამუშაოები ჩაატარა.
"გუდაურას" სასრიალო ტრასაზე, 9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, ქვიანი მონაკვეთი გაიწმინდა, ნიადაგი დამუშავდა და ბალახის ჰიდროთესვა განხორციელდა.გუდაურში ბალახის ჰიდროთესვის მეთოდი პირველად გამოიყენეს.
პარალელურად, კობისა და თრუსოს საბაგიროებზე ტექნიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.
SAY.GE · გუდაურში (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 02.11.2026, 10:19. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


