პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

“სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, ღამე კიევის მეტროს შეაფარა თავი და მოსალოდნელ რუსულ თავდასხმაზე ისაუბრა - “ათასობით უკრაინელისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა“

“სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუსს გასულ ოთხშაბათს, რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო ღამის გათევა უკრაინაში, მეტროს სადგურში მოუწია. 56 წლის კოსტერ-ვალდაუ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კეთილი ნების ელჩია და ქვეყნის დედაქალაქს, კიევს ეწვია. უკრაინასთან…

“სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, ღამე კიევის მეტროს შეაფარა თავი და მოსალოდნელ რუსულ თავდასხმაზე ისაუბრა - “ათასობით უკრაინელისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა“
ფოტო: ამბები

“სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუსს გასულ ოთხშაბათს, რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო ღამის გათევა უკრაინაში, მეტროს სადგურში მოუწია.

nikolaj_coster_waldau_5-71512.png

nikolaj_coster_waldau_4-71529.png

56 წლის კოსტერ-ვალდაუ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კეთილი ნების ელჩია და ქვეყნის დედაქალაქს, კიევს ეწვია. უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე, რუსული რაკეტებისა და დრონებით შესაძლო იერიშის მოლოდინში, მან ღამე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მეტროში, თავშესაფარში გაატარა.

nikolaj_coster_waldau_2-71550.png

nikolaj_coster_waldau_3-71563.png

nikolaj_coster_waldau_9-71650.png

გავრცელებულ ფოტოებზე ლურჯ, UNDP-ის წარწერის მქონე ჰუდში, ხაკისფერ შარვალსა და შავ სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი ნიკოლაი საწოლზე წევს. კიდევ ერთ ფოტოზე ის მეტროში მატარებლის მგზავრებთან ერთად არის აღბეჭდილი.

მოგვიანებით “სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი იმპროვიზირებულ კარვებთან სეირნობის დროს შენიშნეს.

nikolaj_coster_waldau_6-71584.png

nikolaj_coster_waldau_7-71595.png

nikolaj_coster_waldau_8-71612.png

nikolaj_coster_waldau_10-71636.png

კოსტერ-ვალდაუმ უკრაინაში ვიზიტის შესახებ Instagram Stories-ზე დაწერა და აღნიშნა რომ “კიევის მეტროში ღამის გატარება. საკმაოდ მძიმე იყო“.

“მე ამის გამოცდა მხოლოდ ერთი ღამით მომიწია და სხვებსაც მოვუყვები, მაგრამ ათასობით უკრაინელისთვის ეს თავდასხმების დროს თავის დასაცავად ყოველდღიური რეალობაა. უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება და დავიცვათ ის წესები, რომლებზეც ყველანი შევთანხმდით“, - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.

წყარო

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 21:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ