პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე - სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - მოთმინებით ვისმენთ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გვაქვს

სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე - სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - მოთმინებით ვისმენთ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გვაქვს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 14:19

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე - სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - მოთმინებით ვისმენთ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გვაქვს

სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელი ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

„ამდენი ხანია ჩვენი გუნდის წევრებზე საუბრობს. სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, მათ შორის, ბატონ გია ვოლსკისთან დაკავშირებით, როდის, სად იყო და რატომ წამოვიდა ხელისუფლებიდან. მაშინ ამ ყველაფერს ჩვენც უნდა გავცეთ პასუხები. მათ შორის, შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, რომელიც 2016-2020 წლებში პარლამენტი წევრი რომ იყო, გიგა ბოკერიას გვერდით იჯდა, მისი პარტიის წევრი გახდა. თუ კოალიციაში არ ყოფილა? რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური გამოსვლები დავიწყოთ? რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს თურმე საქართველო და ამ საქართველოში ცხოვრობენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ვისმენთ და მოთმინებით ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის გამოსვლას რეპლიკით უპასუხა თავად ლევან სამუშიამ: „სიმართლის მოსმენა ძალიან მწარეა, მე მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ვსაუბრობ“.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 14:19. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზშიინფო 9 · 13:31 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ