პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში

საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ

ირაკლი კობახიძე - საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში
ფოტო: ფრონტნიუსი

საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს უცხოური აგენტურის ადგილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს."ოპოზიცია შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. ამ პოლიტიკურ პარტიებს მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად, თუმცა, სინამდვილეში, მთავარი ფაქტი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის უცხოური აგენტურა. საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი. ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს უცხოური აგენტურის ადგილი. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები. ეს შეიძლება იყოს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში და ქართულ პოლიტიკაში უცხოური აგენტურის ადგილი არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც სინამდვილეში ერთი პარტიაა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. თუკი რაიმე შეიძლება გაუქმდეს, ამ პროცესის საფუძველზე, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:32. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კობახიძე: საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში - საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებსინფო 9 · 13:12 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ