პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სერია A-ს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს - კვერნაძის სუპერ მატჩი: რა შეფასება დაიმსახურა ჩვენებურმა?

ხვიჩა კვარაცხელიას თავბრუსდამხვევი ნეაპოლური თავგადასვლის შემდეგ, სერია A-ს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს - 29 ოქტომბერს, იტალიური ტურნირის მე-9 ტურში "ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე "ლეჩე“ 5:1 დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ "ფროზინონეს" რიგებში ქართველი გიორგი კვერნაძე ბრწყინავდა - 45-ე წუთზე მან…

სერია A-ს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს - კვერნაძის სუპერ მატჩი: რა შეფასება დაიმსახურა ჩვენებურმა?
ფოტო: ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას თავბრუსდამხვევი ნეაპოლური თავგადასვლის შემდეგ, სერია A-ს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს - 29 ოქტომბერს, იტალიური ტურნირის მე-9 ტურში "ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე "ლეჩე“ 5:1 დაამარცხა.

შეიძლება ითქვას, რომ "ფროზინონეს" რიგებში ქართველი გიორგი კვერნაძე ბრწყინავდა - 45-ე წუთზე მან პენალტი მოიპოვა, 59-ე და 94-ე წუთებზე კი საგოლე გადაცემები მიითვალა.

კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 9.6, Sofascore 9.4 Flashscore 9.3.

kvernadze-48381.jpg

კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში უკვე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ფროზინონე“ 17 ქულით მე-6 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს "ტორინოს“ უმასპინძლებს.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ