პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
ფოტო: ინფო 9

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია და ამას ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ