დეიმონ უილსონი ელენე ხოშტარიაზე - ის აცხადებს: „ბოლომდე ვიბრძოლებ“, ავტორიტარები ადამიანებს აპატიმრებენ, რათა გააჩუმონ - ელენე გვახსენებს, თუ რატომ არ გამოსდით მათ ეს
საარჩევნო ბანერზე წარწერის - „რუსული ოცნება“ - გაკეთებისთვის, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს,
30.10.2026 / 10:45
დეიმონ უილსონი ელენე ხოშტარიაზე - ის აცხადებს: „ბოლომდე ვიბრძოლებ“, ავტორიტარები ადამიანებს აპატიმრებენ, რათა გააჩუმონ - ელენე გვახსენებს, თუ რატომ არ გამოსდით მათ ეს
საარჩევნო ბანერზე წარწერის - „რუსული ოცნება“ - გაკეთებისთვის, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის“ (NED) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ის კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს: „ბოლომდე ვიბრძოლებ“. ავტორიტარები ადამიანებს აპატიმრებენ, რათა ისინი გააჩუმონ. ელენე გვახსენებს, თუ რატომ არ გამოსდით მათ ეს”, - აცხადებს უილსონი.
მისი ინფორმაციით, დღეს ლინკოლნის მემორიალთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პატიმართა სახელებს გააჟღერებენ.
SAY.GE · ვიბრძოლებ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


