შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გარდაიცვალა მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, მსახიობი პატრიკ სტიუარტი

ინგლისელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სტიუარტი, რომელსაც დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდის წოდება მიანიჭა, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. "დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ…

გარდაიცვალა მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, მსახიობი პატრიკ სტიუარტი
ფოტო: ამბები

ინგლისელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • სტიუარტი, რომელსაც დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდის წოდება მიანიჭა, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის - სანის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი. ეს მოხდა ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ“, - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სტიუარტმა მსახიობობა 18 წლის ასაკში დაიწყო და 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრის სტატუსით სცენაზე შესრულებული როლებით აღიარება მოიპოვა. თუმცა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა ტელესერიალში "ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ კაპიტნის, ჟან-ლუკ პიკარის და ფილმში „იქს-ადამიანები“ ტელეპათი პროფესორის, ჩარლზ ქსავიეს, როლების შესრულებით.

ის სერ პატრიკ სტიუარტი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წელს ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედ II-მ დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიანიჭა.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 09:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალაინტერპრესნიუსი · 01:09 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ