„რომელ წიგნში იპოვე შენი თავი?“: „პალიტრა L“ 21 წლისაა და საიუბილეო კამპანიას 21 წლის ახალგაზრდებს უძღვნის |
კამპანია „ეძებე შენი ცხოვრების ახალი ფურცელი“ 31 ოქტომბერს იწყება და ერთ თვეს გაგრძელდება: ქუჩის გამოკითხვის ფორმატის მასტერვიდეოთი, ტრენდებზე აგებული
კამპანია „ეძებეშენიცხოვრებისახალიფურცელი“ 31 ოქტომბერსიწყებადაერთთვესგაგრძელდება: ქუჩისგამოკითხვისფორმატისმასტერვიდეოთი, ტრენდებზეაგებულიკონტენტითადააქტივაციითთბილისისწიგნისდღეებზე.
გამომცემლობა „პალიტრა L“ 31 ოქტომბერს 21 წლის ხდება და ამ დღიდან ერთთვიან საიუბილეო კამპანიას იწყებს. 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე ბრენდი არა მასობრივ აუდიტორიას, არამედ 18-25 წლის ახალგაზრდებს დაელაპარაკება – იმათ, ვინც ახლა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, სწავლას ან პირველ სამსახურს. კამპანია ციფრულ არხებში სხვადასხვა ტრენდითა და კონტენტხაზებით გაიშლება, კომუნიკაციაში კი აუდიტორიასთან ერთად ინფლუენსერებიც ჩაერთვებიან.
ინსაითი: 21 წლისხარდაცხოვრებასინსტრუქციაარმოჰყოლია
კამპანიის საფუძველი მარტივი დამთხვევაა: გამომცემლობაც და მისი სამიზნე აუდიტორიაც ერთდროულად 21 წლისაა. 21 წელი სიმბოლური ზღვარია – ასაკი, როდესაც იწყება დამოუკიდებელი ცხოვრება, პირველი სამსახური, კარიერა ან საკუთარი გზის ძიება. ამ ასაკს დამოუკიდებლობის სურვილი, შიში და ამაღელვებელი მოლოდინი ერთად ახლავს.
ამიტომ, ბრენდი დაბადების დღეზე საკუთარ თავზე კი არ საუბრობს, არამედ მათზე, ვინც ახლა არის 21 წლის. კამპანიის მთავარი გმირი არა წიგნი, არამედ ახალგაზრდა ადამიანია, რომლისთვისაც წიგნი გამოცდილების მუდმივი თანამგზავრია.
კრეატიულიიდეა: „ეძებე შენი ცხოვრების ახალი ფურცელი“ სიტყვათა თამაშია. „ახალი ფურცელი“ ერთდროულად ცხოვრების ახალი ეტაპიცაა და წიგნის ახალი გვერდიც. ქვედა მესიჯი, „პალიტრა L 21 წელიშენგვერდით“, იდეას ბრენდს უბრუნებს და გამომცემლობას ახალგაზრდობის მუდმივ თანამგზავრად წარმოაჩენს.
კამპანია კი არ ცვლის, „პალიტრა L-ის“ საბაზისო სლოგანს „საკითხავი ეს არის“, არამედ ახალ აუდიტორიაზე არგებს. ბრენდი Everyman არქეტიპს ეყრდნობა, ამიტომ ტონი ახლობელი, უშუალო და იუმორისტულია, ელიტარულობისა და ჟარგონის გარეშე.
მასტერვიდეო: ერთიკითხვა, რომელზეცპასუხიშესაძლოაარგქონდეს
კამპანიის მთავარი ვიზუალური ხაზი ქუჩის გამოკითხვისა და ინტერაქციული თხრობის სტილშია გადაწყვეტილი. ეს მაყურებლისთვის ნაცნობი ინტერნეტფორმატია, რომელიც რეკლამას არ ჰგავს. ვიდეო ინფლუენსერ ლუკრეციუს სიჭინავას ფრაზით იწყება:
„ერთხელშექსპირმათქვა: ყოფნაარყოფნა, საკითხავიაიესარისო – დამეაქვიპოვეჩემითავი. მოდი, გავიგოთსხვებისპასუხიც“.
ფრაზა შემთხვევითი არ არის. შექსპირის ცნობილი სტრიქონის ქართული თარგმანი ეხმიანება ბრენდის სლოგანს – „საკითხავი ეს არის“. ამგვარად, ახალი კამპანია პირველივე წამებში ებმის ბრენდის მთავარ პლატფორმას.
ლუკრეციუსი გამვლელებს ერთ კითხვას უსვამს: „რომელწიგნშიიპოვეშენითავი?“ ერთ-ერთი რესპონდენტი 21 წლის გოგონაა, რომელიც კაფკას „მეტამორფოზს“ კითხულობს, მაგრამ პასუხი არ აქვს. სწორედ აქ არის ვიდეოს კრეატიული გადაწყვეტა: სანამ გოგონა ფიქრობს, გარშემო ყველგან საკუთარ თავს ხედავს, ყოველ ჯერზე სხვანაირს – საკუთარი თავის იმ ვერსიებს, რომლებიც შეუძლია იყოს და სწორედ ეს მრავალფეროვნება იწვევს გარკვეულობასა და დაბნეულობაა, რომლებიც ამ ასაკის თანმდევი ემოციებია: შეიძლება იყო ბევრი სხვადასხვა ადამიანი და ჯერ მაინც ზუსტად და ბოლომდე არ იცოდე, რომელი ხარ.
„რამდენიწლისხარ? – 21-ის. – გააგრძელეკითხვადაშენსთავსაუცილებლადიპოვი.“
ფინალში ლუკრე კამერას უბრუნდება და იმავე კითხვას უკვე მაყურებელს უსვამს. ფექშოთი: „ეძებეშენიცხოვრებისახალიფურცელი. პალიტრა L – 21 წელითქვენთანერთად.
დაბადებისდღეთბილისისწიგნისდღეებზე
კამპანია შემთხვევით არ იწყება სეზონის მთავარ ლიტერატურულ მოვლენაზე. 31 ოქტომბერს, დაბადების დღეს, „პალიტრა L-ის“ სტენდზე ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში ციფრული იდეა რეალურ შეხვედრებად იქცევა:
- 21 სიურპრიზი 21 მკითხველისთვის. პირველ 21 მკითხველს, რომელიც 50- ან 100-ლარიან შენაძენს გააკეთებს, სიურპრიზები ელოდება.
- ლიტერატურულიაზრინგი, 17:30. სახალისო შეჯიბრება ლიტერატურული შეკითხვებით და საჩუქრებით მათთვის, ვინც თავის ლიტერატურულ ცოდნას გამოცდის.
- „21 წელი / 21 ბესტსელერი“. საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც მკითხველებთან ერთად შეიქმნა. მარათონის მონაწილეებმა საკუთარ ბიბლიოთეკებში „პალიტრა L-ის“ პირველი გამოცემები მოიძიეს.
ამავე დღიდან იწყება საიუბილეო თვე. 30 ნოემბრამდე მკითხველებს გათამაშებები, ფასდაკლებები და სიურპრიზები ელით.
ასეთი სტრუქტურა კამპანიას ორ დონეზე ამუშავებს. დაბადების დღე აქტივაციის ამოსავალი წერტილია და სოცმედიაში პირველ კონტენტს ქმნის, ხოლო საიუბილეო თვე კამპანიის ციფრულ ხაზს სამიზნე აუდიტორიასთან საუბრის დამატებით მიზეზებს აძლევს.
„21 წლისასაკშიარავინიცისზუსტად, რაელოდებაწინ. ჩვენცასევართ, ამიტომგადავწყვიტეთ, რომიუბილეზესაკუთართავზეკიარვისაუბროთ, არამედდაველაპარაკოთმათ, ვინცახლაგახდა 21 წლისანჯერკიდევგაურკვევლობაშიადავერიპოვაისგზა, რომელსაცუნდაგაჰყვეს. მასტერვიდეოკითხვითმთავრდებადაარაპასუხით, რადგანგვინდა, რომამთემაზეჩვენსაუდიტორიასთანდიდხანსვისაუბროთ “, – ნინიფაფია, ციფრულიმარკეტინგისხელმძღვანელი, „პალიტრა L“.
კრედიტები:
დამკვეთი: „გამომცემლობა პალიტრა L“
კონცეფცია და სტრატეგია: ნინი ფაფია, თეკლა ქველაძე
რეჟისორი და პროდუქცია: „კიაფი“ ფროდაქშენი : რეჟისორი ნიკა ციმაკურიძე, ვიდეოგრაფი მარიამ ჯანელიძე, პროდიუსერი თამარ შარიქაძე, გრიმი დარინე გელაშვილი
მსახიობები: ლუკრეციუს სიჭინავა, ნანა ბიბილაშვილი
„პალიტრა L-ის“ შესახებ
2005 წელს დაარსების დღიდან „გამომცემლობა პალიტრა L“ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ორი ათწლეულის განმავლობაში ბრენდმა მკითხველს გააცნო მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით გააახლა საოჯახო ბიბლიოთეკები, დააფუძნა კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და დანერგა ისეთი ინოვაციური პროექტები, როგორებიცაა „გუდას აუდიოწიგნები“ და გარემოსდაცვითი ინიციატივა „მაკულიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც 150,000-ზე მეტი ხე გადარჩა.
„გამომცემლობა პალიტრა L“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წიგნი არის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში.
ეძებეშენიცხოვრებისახალიფურცელი – იპოვეშენისაკითხავი „პალიტრა L“-თანერთად!
[R]
