პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-ში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი

აშშ-ში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 07:59

აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იამჰილის ოლქის შერიფმა, სემ ელიოტმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა: ფრენის ინსტრუქტორი ტეხასიდან - 22 წლის მედი ასბო და კურსანტი პილოტი გაერთიანებული სამეფოდან.

შერიფის თქმით, კურსანტის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, რადგან ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. შერიფის განცხადებით, მეორე ვერტმფრენის პილოტი, რომელიც ხომალდში მარტო იმყოფებოდა, 38 წლის ტაილერ სტურდევანტია, ქალაქ ნიუბერგიდან.

ავიაკატასტროფას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებს. გამოძიებაში ასევე ჩართულია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA). NTSB-ის ცნობით, ერთმანეთს Robinson R-22-ისა და Airbus AS350-ის ტიპის ვერტმფრენები შეეჯახა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 07:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ