“შემაძრწუნებლად მშვენიერი“ - ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ბარელიას თევზის 4K ფორმატში გადაღება შეძლეს
მეცნიერებმა პირველად შეძლეს და “შემაძრწუნებლად მშვენიერი“ ბარელეის თევზის 4K ფორმატში გადაღება მოახერხეს. თავისი გამჭვირვალე, წყალქვეშა აპარატის მსგავსი თავით ცნობილ თევზს კამერებზე იშვიათად აღბეჭდავენ, რადგან იგი ღრმა წყლების ბინადარია და ოკეანეებში ძირითადად 600-800 მეტრი სიღრმეზე გვხვდება…
მეცნიერებმა პირველად შეძლეს და “შემაძრწუნებლად მშვენიერი“ ბარელეის თევზის 4K ფორმატში გადაღება მოახერხეს.

-
თავისი გამჭვირვალე, წყალქვეშა აპარატის მსგავსი თავით ცნობილ თევზს კამერებზე იშვიათად აღბეჭდავენ, რადგან იგი ღრმა წყლების ბინადარია და ოკეანეებში ძირითადად 600-800 მეტრი სიღრმეზე გვხვდება.
თუმცა, “მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტის“ მკვლევრებმა ეს იშვიათი არსება 22 ოქტომბერს, მონტერეის კანიონიდან 55 მილის დაშორებით, გემ “დავით პაკარდზე“ ყოფნისას აღმოაჩინეს.

როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ისინი ღრმა ზღვის არსებებს დისტანციურად მართვადი აპარატის Doc Ricketts-ის მეშვეობით აკვირდებოდნენ, როდესაც ბარელეის თევზი დაახლოებით 1970 ფუტის სიღრმეში შენიშნეს.
გუნდმა ამ ზღვის “ღამის კოშმარზე“ დაკვირვება 20 წუთის განმავლობაში განაგრძო, რათა იგი მაღალ გარჩევადობაში გადაეღოთ.
კადრებში, უცხოპლანეტელის მსგავსი არსება სიღრმეში ლივლივებს, მისი ბურთისებრი მწვანე თვალები კი გამჭვირვალე გუმბათს მიღმა მკაფიოდ ჩანს.
“ეს საოცარი არსებაა, ისე გამოიყურება, თითქოს ბავშვის წარმოსახვით იყოს შექმნილი“, - აღნიშნა ექსპედიციის უფროსმა მეცნიერმა სტივენ ჰადოკმა.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ბარელეის გამჭვირვალე თავი სულაც არ არის განკუთვნილი მაყურებლების შესაშინებლად. ეს “მინის ჭერი“ თევზს წყალში დაკვირვებაში და კრასტაცეების (კიბოსნაირების), ზოოპლანექტონისა და სხვა საკვების ჩრდილების მოძებნაში ეხმარება. დიდი ფარფლები ბარელეის საშუალებას აძლევს, ადგილზე ლივლივებდეს, როდესაც ის ნანადირევს ამჩნევს და უთვალთვალებს, ხოლო დიდ თვალებს ბრუნვა შეუძლიათ, რათა მსხვერპლი მუდმივად მხედველობის არეში ჰყავდეთ.
ჟელატინის მსგავს თავსაც თავის დანიშნულება აქვს - ის თვალებს მაშინ იცავს მაშინ, როდესაც ბარელეი მედუზის მწველ საცეცებში გაბმულ პატარა კიბოსნაირებს ეტანება.
იხილეთ ასევე:
SAY.GE · შემაძრწუნებლად (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


