პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

29.10.2026 / 23:14

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.

ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 23:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - მედია - Batumelebiბათუმელები · 20:37 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ