მეცნიერებმა გადაშენებულ სახეობად მიჩნეული ველური ლორის სახეობა შემთხვევით იპოვეს
მეცნიერებმა ხელახლა აღმოაჩინეს მიმზიდველი და თან სახიფათო არსება - ბანგოკური ნელი ლორი, რომელიც წარსულში გადაშენებულად მიიჩნეოდა. ოფიციალური პირების ცნობით, აღნიშნული სახეობის ლორი უკანასკნელად 1937 წელს ნახეს და ის კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებს მიეკუთვნება. ნელი ლორის ოთხი სხვადასხვა…
მეცნიერებმა ხელახლა აღმოაჩინეს მიმზიდველი და თან სახიფათო არსება - ბანგოკური ნელი ლორი, რომელიც წარსულში გადაშენებულად მიიჩნეოდა.

-
ოფიციალური პირების ცნობით, აღნიშნული სახეობის ლორი უკანასკნელად 1937 წელს ნახეს და ის კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებს მიეკუთვნება.
ნელი ლორის ოთხი სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება, მაგრამ თითოეული მათგანი პატარაა, ბეწვიანი ტანით, მრგვალი თავით, მოკლე ყურებითა და ბრტყელი სახით გამოირჩევა.

“ალობის ველური ბუნების გადარჩენის ცენტრის“ წარმომადგენლებმა 2015-დან 2025 წლამდე ამ სახეობის ლორების 90-ზე მეტი წარმომადგენელი გადაარჩინეს, თუმცა ისინი ადამიანის საქმიანობის გამო დიდ ზარალს კვლავ განიცდიან.

ბანგოკური ლორი ზედა მეორე ეშვების არარსებობით, ღია ფერის სახითა და ზურგზე გასწვრივი, მკაფიო წითელი და ვიწრო ბეწვის ზოლით გამოირჩევა. ცხოველი ტოქსინს მკლავის შიდა მხარეს არსებულ ჯირკვლის საშუალებით გამოიმუშავებს რომელსაც პერიოდულად ილოკავს და შხამის გასააქტიურებლად მას ნერწყვს ურევს. ეს ბუნებაში არსებული ერთადერთი ცნობილი შხამიანი პრიმატია.
ადამიანის შემთხვევაში ამ სახეობის ლორის ნაკბენი ძლიერ ტკივილს და ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა: ენისა და ყელის წვა, არტერიული წნევის ვარდნა, კუნთების კრუნჩხვა, გულისა და სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და ანაფილაქსური შოკით გამოწვეული სიკვდილიც კი.
SAY.GE · სახეობა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


