პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კირილ ბუდანოვი - მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებზე

მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ

კირილ ბუდანოვი - მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებზე
ფოტო: ინტერპრესნიუსი

29.10.2026 / 20:04

კირილ ბუდანოვი - მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებზე

მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რეალურად როგორ უყურებს ომის დასრულებასა და მშვიდობის ძიებას. უკრაინის რამდენიმე ქალაქში პირდაპირ ქუჩებსა და საცხოვრებელ შენობებში მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ დღეში დემონსტრაციული მკვლელობა - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებში.

უკრაინამ და მთლიანად თავისუფალმა სამყარომ ამას რეალური ძალით უნდა უპასუხონ. უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს, და მოსკოვის ამ აგრესიის გატარების თავად შესაძლებლობა უნდა განადგურდეს. მხოლოდ უკრაინისა და მისი პარტნიორების სამხედრო ძალას შეუძლია ბომბებისგან, დრონებისგან და რაკეტებისგან ხალხის ყოველდღიური მკვლელობის გაჩერება ევროპის ცენტრში“, - წერს ბუდანოვი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 20:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ