პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის საქმის განხილვა განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეს განაგრძობს. მოუსმენენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. დეტალები და განრიგი.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის საქმის განხილვა განახლდება
ფოტო: ლიბერალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე, განაახლებს სხდომას, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ეხება. პროცესი ამ ეტაპზე ახსნა-განმარტებების მოსმენის ფაზაშია.

ხვალდელ სხდომაზე, 30 ოქტომბერს, მოსმენები განახლდება პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის გამოსვლით. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, დაგეგმილია ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენაც.

აღნიშნული სხდომის შემდეგ, საქმის განხილვაში ერთკვირიანი შესვენება გამოცხადდება. მხარეები პროცესს 9 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან, როდესაც სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავა.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 15:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ