პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩევნების შედეგები ჩიხში შევიდა - ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა უმრავლესობას ვერ აღწევს: რა შეცვალა არაბული პარტიების მიერ მოპოვებულმა მანდატებმა?

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საწყისი შედეგებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ მეტოქეს, არმიის ყოფილ გენერალური შტაბის უფროსს, გადი აიზენკოტს მცირედით უსწრებს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ადგილები მაინც არ ყოფნის. ბიულეტენების 97%-ის…

არჩევნების შედეგები ჩიხში შევიდა - ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა უმრავლესობას ვერ აღწევს: რა შეცვალა არაბული პარტიების მიერ მოპოვებულმა მანდატებმა?
ფოტო: ამბები

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საწყისი შედეგებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ მეტოქეს, არმიის ყოფილ გენერალური შტაბის უფროსს, გადი აიზენკოტს მცირედით უსწრებს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ადგილები მაინც არ ყოფნის.

  • ბიულეტენების 97%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს პარტია “ლიქუდი“ და მისი მემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი მოკავშირეები 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატის მოპოვებისაკენ მიდიან. აიზენკოტის პარტია “იაშარი“ და მისი ბლოკის სამი ოპოზიციური პარტია კი 48 ადგილს იკავებენ.

ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ სამთავრობო კოალიციის ფორმირებას შეეცდება. ამ ფონზე, არაბულმა პარტიებმა უპრეცედენტო, 19 მანდატის მოპოვება შეძლეს, რამაც ისინი შესაძლოა გადამწყვეტ ძალად (“ქინგმეიკერებად“) აქციოს. თუმცა, ერთი ებრაული პარტიის გარდა, ყველა დანარჩენმა განაცხადა, რომ არაბულ ფრაქციებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ამჟამად ოფიციალური პირები ითვლიან 480 000-მდე ბიულეტენს, რომლებიც სამხედროებისგან, დიპლომატებისა და საავადმყოფოს პაციენტებისგან მიიღეს. პროპორციული საარჩევნო სისტემის გამო, ამ ხმებმა შესაძლოა პარტიების საბოლოო მანდატების რაოდენობა შეცვალოს.

შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პოლიტიკურ ფრაქციებთან კონსულტაციებს გამართავს და იმ ლიდერს უხმობს, რომელსაც მთავრობის ფორმირების საუკეთესო შანსი ექნება - ეს პროცესი შესაძლოა კვირები გაგრძელდეს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

პრეზიდენტმა ჰერცოგმა იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე შეაქო ამომრჩეველთა 77.7%-იანი აქტივობა, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მან მხარეებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ხელახალი არჩევნების თავიდან ასაცილებლად.

  • პოლიტიკური ლიდერების განცხადებები და ამომრჩეველთა განწყობები

როგორც ნეთანიაჰუ, ისე აიზენკოტი ამტკიცებენ, რომ კოალიციის შექმნა სწორედ მათ უნდა დაევალოთ. ეგზიტპოლების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ აიზენკოტმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ მხარი ცვლილებებს დაუჭირა.

მოგვიანებით, როდესაც დათვლილი ხმებით ნეთანიაჰუს ბლოკი დაწინაურდა, მოქმედმა პრემიერმა განაცხადა, რომ მათ “დიდი უმრავლესობა“ მოიპოვეს და აუცილებელია “ძლიერი მემარჯვენე ეროვნული მთავრობის“ შექმნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც “ანტისიონისტურ არაბულ პარტიებს“ დაეყრდნობა.

მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუს ბლოკმა 15 ადგილზე მეტი დაკარგა წინა ქნესეთში არსებულ პოზიციებთან შედარებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მოსამართლე ნოამ სოჰლბერგმა შინ ბეთს (შიდა უსაფრთხოების სამსახურს) დაავალა გამოძიება უცხოური დაფინანსების ეჭვებთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, საუბარია ბრალდებაზე, თითქოს კატარმა არაბულ თემებში ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდა დააფინანსა. “ლიქუდმა“ ეს დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა, ხოლო არაბულმა მხარემ და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და მას “აბსურდული და საშიში“ უწოდეს.

წყარო

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 29.10.2026, 19:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ