პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

“როცა შენი კუმირი, მსოფლიო ჩემპიონი, შენს სკოლაში მოკრძალებით მოდის“ - ილია თოფურია ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლას ესტუმრა (ვიდეო)

საქართველოში UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია იმყოფება. მან სხვადასხვა რეგიონებიც მოინახულა და ამჯერად ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეები მას სიყვარულით შეხვდნენ და უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მოსწავლემ თოფურია კისერზე შემოისვა, სწორედ ასე აღნიშნეს და იზეიმეს ჩემპიონის…

“როცა შენი კუმირი, მსოფლიო ჩემპიონი, შენს სკოლაში მოკრძალებით მოდის“ - ილია თოფურია ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლას ესტუმრა (ვიდეო)
ფოტო: ამბები

საქართველოში UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია იმყოფება.

მან სხვადასხვა რეგიონებიც მოინახულა და ამჯერად ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეები მას სიყვარულით შეხვდნენ და უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მოსწავლემ თოფურია კისერზე შემოისვა, სწორედ ასე აღნიშნეს და იზეიმეს ჩემპიონის სტუმრობა.

“დღეს ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ისტორია დაიწერა... სიხარული, ცრემლები, აფეთქებული ემოციები და ყველაზე გულწრფელი ოვაციები!

როცა შენი კუმირი, მსოფლიო ჩემპიონი შენს სკოლაში მოკრძალებით და სიყვარულით მოდის - ეს ბავშვებისთვის დაუვიწყარი მოტივაციაა. დღეს ჩვენმა ქალაქმა და სკოლამ განსაკუთრებული ენერგია მიიღო! ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა,“ - წერს ანა ცეცხლაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 29.10.2026, 17:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ