პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერი, ასევე ეკონომიკის და განათლების მინისტრები ეწვივნენ

29 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტი ორ დღეს, 29 და 30 ოქტომბერს გაგრძელდება. აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასადოვს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ…

საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერი, ასევე ეკონომიკის და განათლების მინისტრები ეწვივნენ
ფოტო: ნეტგაზეთი

29 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტი ორ დღეს, 29 და 30 ოქტომბერს გაგრძელდება.

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასადოვს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა. ასევე დაგეგმილია ალი ასადოვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს საქართველოში თან ახლავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების მინისტრები.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 29.10.2026, 16:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ