პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მედია - ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა

ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Sky News -ი ავრცელებს.

მედია - ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

29.10.2026 / 16:35

ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

კასტილია-ლა-მანჩას რეგიონის ხელმძღვანელმა, ემილიანო გარსია-პეიჯ სანჩესმა განაცხადა, რომ ტოლედოში მომხდარი ავარიის შემდეგ რეგიონის საავადმყოფოებში გადაყვანილი 110 ადამიანიდან 60 უკვე გაწერეს, ხოლო 50 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება.

ასევე, მისი თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 15 ადამიანიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 98 ადამიანი მკურნალობას მადრიდის საავადმყოფოებში აგრძელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება ტრაგედიის დეტალების დასადგენად და კატასტროფების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში სარკინიგზო ავარია ოთხშაბათს დილით მოხდა. ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარკინიგზო ავარია კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის შემდეგ დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია. მომხდარი ტრაგედიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 16:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდანამბები · 18:33 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ