პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მი

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ფოტო: ფრონტნიუსი

თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში თავდაცვისა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება ეროვნული თავდაცვის ინიციატივებში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მოტივაცია, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.მემორანდუმი ითვალისწინებს სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თემატურ თანამშრომლობას. მისი მიზანია თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, რაც, აღნიშნული მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეთანხმების საფუძველზე იგეგმება სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის  წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 28.10.2026, 16:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ