ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგენტურულ ოპოზიციას კი არ აქვს არგუმენტები, რომელსაც ჩვენს სარჩელს დაუპირისპირებენ

„სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყ...

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგენტურულ ოპოზიციას კი არ აქვს არგუმენტები, რომელსაც ჩვენს სარჩელს დაუპირისპირებენ
ფოტო: ინფო 9
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგენტურულ ოპოზიციას კი არ აქვს არგუმენტები, რომელსაც ჩვენს სარჩელს დაუპირისპირებენ

„სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, სარჩელი დასაბუთებულია და მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინოს, თუ რა არგუმენტების წარდგენა შეუძლია „აგენტურულ ოპოზიციას“.

„სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ისინი შეფასებულები არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, 10 არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს არის ჩვენი სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის გამყარებული საკმარისად, ფაქტები, მტკიცებულებები და მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა უკვე ჩვენ საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას და მე ვფიქრობ, რომ მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლია დაუპირისპირონ ჩვენ სარჩელს“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 13:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ