ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს.

კერძოდ, პარტია პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პოლიტიკური გუნდი სისხლის სამართლის კოდექსში ორი მუხლის - 180-ე პრიმა მუხლის და 211-ე პრიმა მუხლის დამატებას ითხოვს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, სოფო ხორგუანის განცხადებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობამ ტრანსნაციონალური დანაშაულის სახე მიიღო და ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

ხორგუანმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, თუკი მათ რეალურად უნდათ „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის დასრულება, „კეთილი ინებონ და ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ“.

„დღეს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც ეხება „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას. თქვენ იცით, რომ „ქოლ-ცენტრები“ ბოლო წლების განმავლობაში გახდა საზარელი დანაშაული ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მძიმე დანაშაულში ჩართულები არიან ძირითადად ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს დამატებით მუხლი - 180-ე პრიმა მუხლი, ასევე 211-ე პრიმა მუხლი და რა თქმა უნდა, შესაბამისად საპროცესო კოდექსშიც განხორციელდეს ცვლილება.

ეს დანაშაული უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში „ქოლ-ცენტრების“ და ზოგადად ციფრული საშუალებების გამოყენებით, ასევე სოციალური ქსელების გამოყენებით ძალიან ბევრი თაღლითობა ხდება. განსაკუთრებით ამაზრზენი და ამორალური დანაშაული არის „ქოლ -ცენტრების“ საქმიანობა. საქმიანობა, რომელიც ძარცვავს მოხუცებს, ხანდაზმულებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სახვა ქვეყნებშიც. ტრანსნაციონალური დანაშაულის სახე მიიღო ამან და ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს.

ჩვენ ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმისგან, რომ ამ ამორალურ საქმიანობაში არ ჩაერთონ. ძალიან ბევრმა მათგანმა შეიძლება არც იცის, რომ ეს საქმიანობა არის ძალიან მძიმე დანაშაული და იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში თავი შეიკავონ ასეთ საქმიანობაში ჩართვისგან, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მუხლი არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში.

რაც მთავარია, არა მხოლოდ ამ საქმიანობაში ჩართულები, არამედ ორგანიზატორები, ისინი, ვინც გადმოიბირებენ და ჩართავენ ახალგაზრდებს ამ საქმეში, ხელშემწყობები, მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი. ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს, „ქოლ-ცენტრებს“ ებრძვის. ჩვენ მოვისმინეთ ბერა ივანიშვილის განცხადებაც, რომ ის აპირებს უჩივლოს იმათ, ვინც აბრალებს „ქოლ-ცენტრების“ მფარველობას. თუ მათ რეალურად უნდათ „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის დასრულება, მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს“, - განაცხადა ხორგუანმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 13:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ