შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას, ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ნიკოლოზ მეტრეველი

„შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას. ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება“,...

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას, ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ნიკოლოზ მეტრეველი
ფოტო: ინფო 9

„შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას. ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

მისი თქმით, გამოფენაზე, სადაც 162 ქვეყანაა წარმოდგენილი, განსაკუთრებით სასიხარულოა იმის ნახვა, რომ დამთვალიერებლები დროს უთმობენ ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის გაცნობას.

„წელს შანხაიში 37 ქართული კომპანია მონაწილეობს. საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება აქვთ, ჩინელ მყიდველებს ადგილზე გააცნონ ქართული ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტანსაცმელი და ტყავის ნაწარმი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა ქართული და ჩინური კომპანიების პირდაპირი საქმიანი შეხვედრებისთვის ცალკე ღონისძიება. ასეთ შეხვედრებზე ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ პოტენციურ დისტრიბუტორებთან იმსჯელონ, რა პირობებით და რა მოცულობით შეიძლება მათი პროდუქცია ჩინეთის მაღაზიებში მოხვდეს.

ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხარდაჭერის პრაქტიკული მნიშვნელობა სწორედ აქ ჩანს. ჩინეთში მყიდველისა და პარტნიორის მოძებნა ერთი ქართული კომპანიისთვის დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. შანხაიში კი 37 მწარმოებელს მიეცა შესაძლებლობა, დაინტერესებულ მყიდველებს პირადად შეხვდეს. ახლა მთავარია, გამოფენაზე დაწყებული საუბრები შეკვეთებსა და გრძელვადიან თანამშრომლობად გადაიქცეს”, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 18:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ