შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცე...

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა
ფოტო: ინფო 9
გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის სიტყვები აღიარებითი ჩვენებაა.

„როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა და ამ განცხადებაშიც აღიარებს იმას, რომ დიახ, ის რეჟიმია, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, ის რეჟიმია, რომელიც ხურავს ტელევიზიებს, რომელიც პროვოკაციულად წამოეგება ომს, დაკარგავს ტერიტორიებს, ადამიანის უფლებებს შელახავს, მათ შორის სხვადასხვა აქციებზე დაარბევს ადამიანებს აბსოლუტურად უკანონოს.

ეს ჩვენება მაგალითად, მათ შორის გამოადგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ე.წ. პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. თუ 2007-ში და 2008 რუსეთისგან იხსნა საქართველო სააკაშვილმა, 2009-ში და 2010-ში რატომ ეხუტებოდა რუს ტურისტებს და რატომ ხვდებოდა ღვინით ჭიქით ხელში და ინვესტიციები ჩადეთ, რაც შეიძლება ბევრი საქართველოშიო, ამას რატომ ამბობდა მაშინ? - რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი, ამ ადამიანის გაშიფვრა უკვე თავისივე მომხრეებმაც კი მოახდინეს და, შესაბამისად, მის განცხადებებს უკვე გარდა აღიარებითი მიჩვენე ჩვენებებისა, არავითარი მნიშვნელობა აღარ გააჩნია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 17:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ