CNN - თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს
თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს, - ინფორმაციას CNN-ი
07.11.2026 / 14:55
თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი მამაკაცი, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა, რომელსაც მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.
„ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“, - ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 07.11.2026, 14:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
CNN - თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანესპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

