შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.ვაჟა სირაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებულ გამოწვევებზე.შეხვედრის დასასრულს ვაჟა სირაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა, მათ საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 07.11.2026, 11:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ