თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა „11 თვის განმავლობაში შვილები სულ ორჯერ“ ნახა შვილები
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.
თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა 11 თვის განმავლობაში შვილები სულ ორჯერ ნახა შვილები.
„11 თვის განმავლობაში სულ ორჯერ ჰქონდა პაემანი. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“
ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას, არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია. ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“, – წერს ის Facebook-ზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად 5-წლიან სასჯელს იხდის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით – 2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სწორედ ამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა მას სასჯელის სახედ 5-წლიანი პატიმრობა და დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
2026 წლის 24 აგვისტოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ახალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


