შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს

მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოვისმინე გარკვეული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს. ეს მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მოლაპარაკებების დროს აქცენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა გაკეთდეს.

„საფრთხის შემცველია ის, რომ მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. რუსეთს ვგულისხმობ. მათ სურთ, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვა დაიწყონ. ეს სახიფათოა. ეს ევროკავშირისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ „იალტა-2“ არ გვსურს. ასეთი ფორმატისთვის მზად არ ვართ. არ გვსურს, რომ რუსეთმა ჩვენი გაყოფა მოახერხოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს პირადად შეხვდა.

ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება მალე გაფორმდეს და რომელშიც, შესაძლოა, მთელი ევროპა იყოს ჩართული.

„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - აღნიშნა ტრამპმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 12:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოსპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ