შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს

„ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, აფხაზეთში ქართული წიგნის, „გატეხილი ხიდის“ («Сломанный мост») გარშემო სკანდალი აგორდა. გამოცემა 1992-1993 წლების ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება. გამოცემის ცნობით, დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ განაცხადა, რომ წიგნს გალის რაიონში ახალგაზრდებსა და…

აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს
ფოტო: ნეტგაზეთი

07.11.202607.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, აფხაზეთში ქართული წიგნის, „გატეხილი ხიდის“ («Сломанный мост») გარშემო სკანდალი აგორდა. გამოცემა 1992-1993 წლების ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება.

გამოცემის ცნობით, დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ განაცხადა, რომ წიგნს გალის რაიონში ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ, და მისი ავტორი ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა კი 4 ნოემბერს დაადასტურა, რომ წიგნის ხუთი ეგზემპლარი ჯერ კიდევ 18 აგვისტოს, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. უწყების გადაწყვეტილებით, წიგნის ავტორს, ნუგზარ სართანიას, და გამოცემის მომზადებასა და დაბეჭდვაში დახმარების გამწევ პირებს აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ.

როგორც “ვესტი კავკაზა” წერს, გამოცემა საქართველოში ქართულ და რუსულ ენებზე, 250-ეგზემპლარიანი ტირაჟით დაიბეჭდა. ავტორი ნუგზარ სართანია კი წლების განმავლობაში ენგურჰესის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„აიაშარას“ შეფასებით, წიგნში 1992-1993 წლების ომი ძირითადად საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებად არის წარმოჩენილი, უარყოფილია კონფლიქტის ქართულ-აფხაზური ხასიათი, ხოლო მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. სააგენტო ამგვარ ინტერპრეტაციას იდეოლოგიურ პროპაგანდად აფასებს.

დე ფაქტო სუს-ის ცნობით, წიგნის ეგზემპლარები საქართველოდან შესულ Mercedes Vito-ს მარკის ავტომობილში აღმოაჩინეს. მანქანას ენგურჰესის თანამშრომელი, გალის რაიონის სოფელ აბააქითის მცხოვრები ავთანდილ ბერაია მართავდა. მისი განმარტებით, წიგნები ავტორის თხოვნით გადაჰქონდა. ბერაიასთან პროფილაქტიკური საუბარი ჩატარდა.

დე ფაქტო სუს-მა წიგნის შინაარსსაც მისცა შეფასება და განაცხადა, რომ გამოცემაში ომის შესახებ არასწორი ცნობებია წარმოდგენილი, უარყოფითად არის შეფასებული აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა და საუბარია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე.

„ვექტორ კავკაზას“ ცნობით, ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი წიგნის მთელი ტირაჟის კონფისკაციასა და განადგურებას, ასევე სისხლისსამართლებრივ დევნას მოითხოვს. კომენტარების ნაწილში გაჩნდა გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებისა და დეპორტაციის მოთხოვნებიც.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 07.11.2026, 08:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ