შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

უკრაინული მედია - რუსებმა კიევს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედია - რუსებმა კიევს დაარტყეს - არიან დაშავებულები
ფოტო: ინტერპრესნიუსი

07.11.2026 / 10:08

უკრაინული მედია - რუსებმა კიევს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული ძალების იერიშების შედეგად კიევში სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

ასევე, დარტყმების შემდეგ კიევში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობა დაინგრა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ამზადებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 10:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ