შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და „კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა”

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიაში კარგად იციან, თუ

კახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და „კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა”
ფოტო: ინტერპრესნიუსი

06.11.2026 / 23:07

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიაში კარგად იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა კატეგორიაშია აყვანილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლა.

„ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 23:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ