რონი მესხმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი აკაკი მაისურაძე წარუდგინა.პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამსახურებრივ...
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი აკაკი მაისურაძე წარუდგინა.პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.აკაკი მაისურაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
SAY.GE · დეპარტამენტი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინაფრონტნიუსი · 11:18
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 