„არქისა“ და პარტნიორების მხარდაჭერით, ნიუ-იორკში თბილისობა გაიმართება
8 ნოემბერს ბრუკლინში, ქონი-აილენდზე „თბილისობა“ გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია არქი, საქართველოს #1 დეველოპერი.
06.11.2026 / 08:30
„არქისა“ და პარტნიორების მხარდაჭერით, ნიუ-იორკში თბილისობა გაიმართება
8 ნოემბერს ბრუკლინში, ქონი-აილენდზე „თბილისობა“ გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია არქი, საქართველოს #1 დეველოპერი. ღონისძიება აშშ-ში უკვე 10 წელია ტარდება და ყველაზე მასშტაბური ქართული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მისი ორგანიზატორია ამერიკაში დაფუძნებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.
„თბილისობა“ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც თანამემამულეებს აერთიანებს და მათ ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს.
წელს ღონისძიებას არქის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. კომპანიის გუნდი ნიუ-იორკში სპეციალურად გაემგზავრება, რომ ქართულ დიასპორას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობები და სპეციალური შეთავაზებები გააცნოს.
„მოუთმენლად ველით ქართულ დიასპორასთან შეხვედრას. არქისთვის ემიგრანტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. მოქნილი გადახდის პირობებითა და სპეციალური შეთავაზებებით მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო ქონების სახით შეიძინონ. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბევრი ემიგრანტისთვის საქართველოში საკუთარი სახლი სწორედ არქისთან ასოცირდება. მზად ვართ, ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა შესაძლებლობა და ინდივიდუალურად ვუპასუხოთ კითხვებს“, - აღნიშნავს არქის ბრენდმენეჯერი მარიამ რობაქიძე.
2026 წელი არქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და ახალი მიღწევებით გამოირჩევა. კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპი წარადგინა და გაყიდვების რეკორდი დაამყარა, სპეციალურ ღონისძიებაზე ხუთ საათში 1 202 ბინა გაიყიდა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არქიმ Trump Tower Tbilisi-ის პროექტიც დააანონსა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის პორტფელი 55 დასრულებულ და 31 მიმდინარე პროექტს მოიცავს, ხოლო არქელების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 75 000-ს აღემატება.
(R)
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
არქისა და პარტნიორების მხარდაჭერით ნიუ-იორკში „თბილისობა“ გაიმართება | Marketerმარკეტერი · 10:10
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

