საქართველოს საზღვართან 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, 16:27 საათზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საზღვრიდან 38 კმ-ში იყო.
28 ოქტომბერი, 2026
დღეს, საქართველოს საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:27 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 38 კილომეტრში მდებარეობდა. ასევე, ცნობილია, რომ ბიძგების კერა დაბა ყაზბეგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 71 კილომეტრში იყო.
SAY.GE · საზღვართან (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ლიბერალი · liberali.ge
გამოქვეყნდა 28.10.2026, 13:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


