სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
06.11.2026 / 08:37
სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა.
ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა გაჩერდა და მათი მისამართით სროლა დაიწყო. უსუფოვი იხსენებს, რომ სროლის დროს თავად მანქანას მოეფარა, მის ძმებს კი რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს და ადგილზე მოკლეს”.
“4 ვიყავით -სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა”, - განაცხადა ელმან უსუფოვმა.
მას მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტი პასუხი არ აქვს. განიხილება ერთადერთი ვერსია,რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.
მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ -უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვებაპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →