ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი ლევან მურუსიძისა და ვასილ როინიშვილის შესახებ კითხვაზე - ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს! - დიახაც, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა!

ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს!

შალვა პაპუაშვილი ლევან მურუსიძისა და ვასილ როინიშვილის შესახებ კითხვაზე - ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს! - დიახაც, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა!
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს! - დიახაც, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა ამ შემადგენლობით! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს მოქმედ მოსამართლეებთან - ლევან მურუსიძესთან და ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ჟურნალისტმა პარლამენტის სპიკერს ამ კონტექსტში სანდრო გირგვლიანის, როინ შავაძის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და მასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენა, რაზეც პაპუაშვილმა განმარტა, რომ “2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან გამიჯნა“.

პაპუაშვილის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა დღეს ისეთ სისტემად არის ჩამოყალიბებული, რომ არ არსებობს სასამართლოს მიმართ დადასტურებული პრეტენზია.

“ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს - სწორედ ამ შემადგენლობის მართლმსაჯულების სისტემას ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან “რუსთავი2“-ის საქმეზე, გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე. სააკაშვილის საქმეზე - რომელი ერთი საქმე ჩამოგითვალოთ?! ჩვენი არჩევანია ჩვენს მიერ შექმნილი სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს. აქედან დასკვნა - მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანია - ვერც ერთხელ ვერც ერთ პოლიტიზებულ საკითხზე, რაც წლების განმავლობაში სასამართლოზე თავდასხმის მიზეზი იყო, ვერ დაამტკიცეს პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა. თუკი სასამართლო ასე მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ დიახაც ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა ამ შემადგენლობით!

მართლმსაჯულების სისტემა დღეს ისეთ სისტემად არის ჩამოყალიბებული, რომ არ არსებობს სასამართლოს მიმართ პრეტენზია, რაც დადასტურდა.

2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რომ ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემა - დიქტატურა, რაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. იქ სადაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იყო დასადგომი, დადგა - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის დევნა, რასაც ხედავთ, რა ფასი დაუჯდა ქვეყანას, როცა ბრიუსელი საქართველოს დიქტატორების პასუხისგებაში მიცემის გამო ესხმის თავს. იქ სადაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ დადგა, არ იყო ინდივიდუალური ბრალი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის პასუხად.

პაპუაშვილის თქმით, “ქართული მართლმსაჯულების გასაშავებლად ელჩების, სხვა ქვეყნების პრეზიდენტების მხრიდან დაიხარჯა ენერგია, ფული და რესურსი, მაგრამ “ყოველ ჯერზე ამ მართლმსაჯულებასთან ცხვირი წაიტეხეს“. პაპუაშვილმა აქვე ჟურნალისტს მიმართა, რომ კრიტიკული კითხვებით ელჩ ჰერჩინსკის და უცხოელებს მიმართოს.

“ელჩი ჰერჩინკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას. იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობა იყო. რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. მოიხადა ამაზე ჰერჩინსკიმ ბოდიში?! - მიდით და მოსთხოვეთ ჰერჩინსკის ბოდიში! - თუ ქართველებთან გაქვთ გამბედაობა და უცხოელებთან დნებით! გვაჩვენეთ ერთი კრიტიკული კითხვა უცხოელის მიმართ! - მაჩვენეთ და მერე დავიჯერებ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ხართ! თქვენ უცხოელების მიმართ გაქვთ რიდი და კლდემა! მოიცილეთ კდემამოსილება უცხოელების მიმართ და გახდით კრიტიკული!“ - განაცხადა პაპუაშვილმა კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 14:09. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

შალვა პაპუაშვილი ლევან მურუსიძისა და ვასილ როინიშვილის შესახებ კითხვაზე - ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს! - დიახაც, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა!პალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ