ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

"ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რ

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ფოტო: ფრონტნიუსი

"ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსთვის ახალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სისტემის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. ამ მოცემულობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედება კანონის უზენაესობის რეალური განხორციელება გახდა."ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოველთვის ემყარებოდა სამართლიანობისა და კანონიერების იდეას. ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს სამართლებრივი ძეგლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდებშიც კი შეინარჩუნეს ერის სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური ერთიანობა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა საკონსტიტუციო კონტროლი - სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 05.11.2026, 12:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ