ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი…

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
ფოტო: ნეტგაზეთი

05.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო  „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსული სამთავრობო სააგენტო „დროას“ შესახებ წერს, რომ პარტიის საქმიანობა ფოკუსირებულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებაზე, საქართველოს ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე.

„დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ქვეყნის კარპატების რვიანში ჩართვისკენ“, – წერს რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ელენე ხოშტარიას შესახებ.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 05.11.2026, 14:00. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაპალიტრანიუსი · 00:00 რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაინტერპრესნიუსი · 13:23 რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაპუბლიკა · 13:48 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ