ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
ფოტო: პუბლიკა

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პარტია „დროას“ წევრებს „მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციები აქვთ და საქართველოს მიმართულებით რუსეთის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად“.

„ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.

ასევე, უწყების მტკიცებით, „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პარტია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ გაწევრებისკენ.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაპალიტრანიუსი · 00:00 რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაინტერპრესნიუსი · 13:23 რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადანეტგაზეთი · 14:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ