ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური - Batumelebi
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა.
ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული,“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს.
SAY.GE · დავაკავეთ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

