უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
05.11.2026 / 09:42

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რიაზანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც რუსულ ძალებს საავიაციო და დიზელის საწვავით ამარაგებს.
გასულ ღამეს რიაზანში დრონების საფრთხე გამოცხადდა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
რიაზანის საწარმო „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, სავარაუდოდ, რიაზანში, Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრიც იწვის.
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 05.11.2026, 09:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა