კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.
29.10.2026 / 14:42
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს.
„დღეს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტს ტოვებსOn.ge · 15:24
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
