ტემპერატურის კლება უფრო შესამჩნევი იქნება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება.
5 ნოემბრიდან ტემპერატურის კლება უფრო შესამჩნევი გახდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია თოვლი.
6-7 ნოემბერს ამინდი კიდევ უფრო გაცივდება. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია მაღალმთიან ზონებში, ღამით კი ცალკეულ ადგილებში ყინვაც არის მოსალოდნელი.
8 ნოემბრიდან ნალექი თანდათან შემცირდება და ზოგიერთ რეგიონში გამოიდარებს. თუმცა, ტემპერატურა შედარებით დაბალი შენარჩუნდება.
SAY.GE · შესამჩნევი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 05.11.2026, 00:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


