ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დღეს, დილიდან, ჩხრეკას ატარებენ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანისა და ეროვნული კრების ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის საცხოვრებლებში. ამის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა აგავნი…

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ფოტო: ნეტგაზეთი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დღეს, დილიდან, ჩხრეკას ატარებენ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანისა და ეროვნული კრების ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის საცხოვრებლებში.

ამის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა აგავნი სუკიასიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს კარაპეტიანების ოჯახთან დაკავშირებულ სხვა მისამართებზეც.

სამველ კარაპეტიანი რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერი ბიზნესმენია, კომპანია „ტაშირის“ დამფუძნებელი და მფლობელი. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი „ძლიერი სომხეთი“ სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა.

სამველ კარაპეტიანი სომხეთში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. მას ბრალად ედება, მათ შორის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება. ამჟამად ის შინაპატიმრობაში იმყოფება.

ნარეკ კარაპეტიანი სამველ კარაპეტიანის ძმისშვილია. 2026 წლის ივლისში მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალად ედება შეკრებაში მონაწილეობის იძულება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრება.

ივლისის ბოლოს სამართალდამცველებმა ნარეკ კარაპეტიანის სახლშიც ჩაატარეს ჩხრეკა. მაშინ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 04.11.2026, 10:10. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ