"რუსული სამხედრო ობიექტები თქვენ წინააღმდეგაც არის მიმართული" - ზელენსკი ევროპას აფრთხილებს
რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. აგრესორი ქვეყანა აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას, რომელიც შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ მიმართოს, - ამის
რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. აგრესორი ქვეყანა აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას, რომელიც შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ მიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელებს მოუწოდა, შეხედონ რუსეთის მიერ სამხედრო ობიექტების მშენებლობის მასშტაბებს."შეხედეთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელსაც რუსეთი ბოლო წლებში აშენებდა. ეს ყველაფერი მხოლოდ უკრაინისთვის არის? ეს ერთი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის, ზედმეტად ბევრია. ეს თქვენს წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო
ფრონტნიუსი · frontnews.ge
ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 23:44. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


