სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში RKENA -მ ამერიკულ Professional Fighters League-ს (PFL) უმასპინძლა. ღონისძიება თხუთმეტ ბრძოლას მოიცავდა,

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 08:30

17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში RKENA-მ ამერიკულ Professional Fighters League-ს (PFL) უმასპინძლა. ღონისძიება თხუთმეტ ბრძოლას მოიცავდა, მათ შორის ექვს მთავარ დაპირისპირებას, რომლებშიც ქართული და ამერიკული ორგანიზაციების მებრძოლები შეხვდნენ ერთმანეთს.

შეჯიბრის პარალელურად, იმედი L-ის ინტერაქციულ სივრცეში სტუმრებს კრივის აპარატზე საკუთარი დარტყმის ძალის გამოცდა შეეძლოთ. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი მცდელობის შესაძლებლობა ჰქონდა. სივრცე ღონისძიების ხასიათზე იყო მორგებული და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევდა, თავად გამხდარიყვნენ დღის მონაწილეები. მთელი საღამოს განმავლობაში მონაწილეები საუკეთესო შედეგისთვის იბრძოდნენ, ტოპ 10-ის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, რეიტინგების ნახვა კი ეკრანზე იყო შესაძლებელი.

იმედი L-ის სივრცემ 400-მდე სტუმარს უმასპინძლა. აქტივობის ფარგლებში საუკეთესო შედეგი კაცებში 2515, ქალებში კი 2111 ქულა დაფიქსირდა. ორივე კატეგორიის გამარჯვებულებს იმედი L-მა საჩუქრად ელექტროსკუტერები გადასცა.

„გვიხარია, რომ იმედი L-ის ინტერაქციულმა სივრცემ ღონისძიების სტუმრებს განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერასთან ერთად ადამიანებს აქტივობებიც შევთავაზოთ, რომლებშიც თავად ჩაერთვებიან. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები აქტიური ცხოვრების წესის წახალისებას უწყობს ხელს“, აცხადებენ იმედი L-ში.

იმედი L-ი RKENA-ს ღონისძიების მზღვეველი უკვე მეორედ გახდა. RKENA-სთან თანამშრომლობით, კომპანია მხარს უჭერს რეგიონში MMA-ის განვითარებას და ქართველი მებრძოლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.

(R)

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 08:30. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ