„ლიტერა“ 2026 -ს გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 2 ნოემბერს, გაიმართა. „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი გადაეცა თაკო წულაიას, კრებულისთვის „არაფერი არ გვემართება“ „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული გადაეცა მინდია არაბულს…
02.11.2026
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 2 ნოემბერს, გაიმართა.
- „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი გადაეცა თაკო წულაიას, კრებულისთვის „არაფერი არ გვემართება“
- „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული გადაეცა მინდია არაბულს კრებულისთვის „საუკუნო უკუნი“
- „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული გადაეცა დავით ქართველიშვილს კრებულისთვის „ცვილის ფიგურები“
- „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა გადაეცა გიორგი კაკაბაძეს, წიგნისთვის „მიზეზთა ბუნება“
- „ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი გადაეცა გოგა ქობალიას წიგნისთვის „სიკვდილი პაპანაქება მზეში“
- „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას
- „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო ორიგინალური ნაწარმოებისთვის გადაეცა მიხელ ჩარკვიანს წიგნისთვის „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“
- შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა; პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.
წყარო
ნეტგაზეთი · netgazeti.ge
ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 02.11.2026, 21:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
„ლიტერა 2026" - გამარჯვებულების სია ცნობილიაპუბლიკა · 22:06
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
