ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ზაზა ვაშაყმაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო

ზაზა ვაშაყმაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 17:54

ზაზა ვაშაყმაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები - ასეთი იყო ელჩთან საუბრის ძირითადი თემები.

„ზაზა ვაშაყმაძემ, ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური თავისუფლების უხეში დარღვევის, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტებზე.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს სააგენტოს გამოცემები - „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადაეცა.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ