ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.ოფიციალ

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ფოტო: ფრონტნიუსი

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ილია ინჯია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:27. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ